რეზონანსი
03.09.2026

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ირანთან საუბარს მანამ არ გააგრძელებს, სანამ კომერციული გემების მიმართულებით სროლა არ შეწყდება.

"რაც შეეხება მოლაპარაკებებს, აქ დონალდ ტრამპი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ მათ არ ველაპარაკებით მანამ, სანამ ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ," - განაცხადა ვენსმა.

მისი თქმით, გასულ ღამეს ჰორმუზის სრუტეში 15 მილიონმა ბარელმა ნავთობმა გაიარა. "ეს შეერთებული შტატების დამსახურებაა," - აცხადებს ვენსი ის და აღნიშნავს, რომ აშშ-ის გარეშე "კატასტროფული გლობალური ენერგეტიკული კრიზისი" შეიქმნებოდა.

რაც შეეხება ირანთან მოლაპარაკებებს, ვენსი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი არ მიმდინარეობს და არც შედგება მანამ, სანამ ირანი კომერციულ გემებზე სროლას არ დაიწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×