რეზონანსი
03.09.2026

 ექსპერტი, ირაკლი ლატარია ჟურნალისტ დიდტო ჩუბინიძეს და გაზეთ „ასავალ-დასავალის" რედაქტორის ლაშა ნადარიეშვილის პროვოკაციულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს,რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებენ ბინძურ „თამაშებს" .

ლატარიას თქმით, ჩუბინიძემ და ნადარეიშვილმა პრემიერს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ კი, ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით.

"დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ "თამაშებს". ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს. ცუდად დაამთავრებთ ფულის გამო წამოწყებულ სიბინძურეს "ბიჭებო" - წერს ლატარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×