რეზონანსი
03.09.2026

 ბიზ­ნეს­მენ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ლექ­სო სვი­მო­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბრალს არ აღი­ა­რებს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში შვი­დი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია და ყვე­ლა მათ­გა­ნი მა­მა­კა­ცია.

"ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს მუ­ქა­რას. ბა­ტო­ნი თა­მა­ზი არ ეთან­ხმე­ბა ბრალს. მისი ვერ­სია აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. საქ­მის მა­სა­ლე­ბი ახლა გად­მო­მე­ცა, უნდა გა­ვეც­ნო. თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს.

ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში წე­რია, რომ ე.წ. კონ­ფლიქ­ტი და და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის წარ­სულ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­ვო­ბამ. დად­გე­ნი­ლე­ბა­ში არ წე­რია, რომ მათ წარ­სულ­ში პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ლექ­სო სვი­მო­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი არ აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

მისი თქმით, ელიზ­ბა­რაშ­ვილს კონ­ფლიქ­ტის დროს ია­რა­ღი თან არ ჰქო­ნია.

"ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი არ აქვს წარ­დგე­ნი­ლი. ერ­თა­დერ­თი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლშია ამო­ღე­ბუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რად არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. გან­ჩი­ნე­ბა­ში წე­რია, რომ ჰქონ­და ია­რა­ღი, თა­ვად უარ­ყოფს. ამ­ბობს, რომ ია­რა­ღი თან არ ჰქო­ნია", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს მუ­ქა­რის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 აგ­ვის­ტოს, თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ელიზ­ბა­რაშ­ვილ­სა და და­ზა­რა­ლე­ბულს შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რილ კო­მენ­ტარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­თა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და­ე­მუქ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მუ­ქა­რის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და ად­გილ­ზე და რეს­ტო­რან­ში შეჭ­რას ცდი­ლობ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, 31 აგ­ვის­ტოს ბრალ­დე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მუ­ქა­რას გა­ნაგ­რძობ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×