
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მედიის იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომელიც პროცესებს არასათანადოდ აშუქებს.
ტრამპის თქმით, ამერიკას საბრძოლო მასალის ამოუწურავი მარაგი აქვს და წარმოებას რეკორდული მასშტაბებით აგრძელებს.
მან ასევე ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა უკრაინისა და ნატოსთვის უფასოდ გადაცემული დახმარების გამო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ თანხების დაბრუნებას მაინც მოითხოვს.
"იმ მოღალატე ნაძირლებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციის ობიექტურად გაშუქებაზე:
ჩვენ გვაქვს საშუალო და მაღალი კლასის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად ამოუწურავი მარაგი - გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე დაგვჭირდება ამ ან ნებისმიერი სხვა ომისთვის რომელიც შეიძლება დაიწყოს. (ეს, ძალიან ნაკლებადაა სავარაუდო!)
გარდა ამისა, საბრძოლო მასალას აქამდე არნახული მასშტაბებით ვაწარმოებთ. ვქმნით მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი შესაძლო გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის. ამ საბრძოლო მასალას სხვებზე გაყიდვის ნაცვლად, ჩვენთვის მას, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვინახავთ. თუმცა, მოკავშირეებისთვის გაყიდვაც მალე განახლდება.
ასევე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი საფასურის გარეშე, იმაზე გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა, ვიდრე ჩვენ ირანში გამოვიყენეთ.
უკრაინასა და ნატოს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება უსასყიდლოდ გადაეცა. თანხა, რომელსაც ევროპა თავად გადაიხდიდა, მათთვის ეს რომ მოეთხოვათ. თუმცა, ჩვენ ამ თანხის დაბრუნებას მაინც მოვითხოვთ, თუნდაც დაგვიანებით!,"- აცხადებს ტრამპი.