რეზონანსი
03.09.2026

23 აგვისტოდან შპს ბლექ სი პეტროლიუმის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება, - ინფორმაციას შპს ბლექ სი პეტროლიუმი ავრცელებს.

მათივე თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი, ივლისის თვე და აგვისტოს პირველი 3 კვირა, როდესაც საწარმო რუსულთან ერთად ყაზახურ ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა.

„30 აგვისტოს, ყულევის პორტში შემოვიდა გემი KRITI LEGEND, რომელმაც BSP-თვის ლიბიური ნედლი ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა - 90 000 ტონამდე ტვირთი 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებშია მოწოდებული.

ამრიგად, ბლექსი პეტროლიუმის მიერ 1 და 31 ივლისს გაცხადებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა წარმატებით განხორციელდა“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×