რეზონანსი
03.09.2026

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურატურის წარმომადგენლები ყოფილ პრემიერ-მინისტრის გამოკითხვა მიმდინარეობს. 

ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენებას ლაზარე ჯორბენეძის გარადაცვალების შესახებ გაკეთებული განცხადების საქმეზე აძლევს. 

ვიდრე პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხვის პროცესი დაიწყებოდა კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა. 

მისი თქმით ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიებას იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც მან განცხადებაში უკვე ისაუბრა. 

„ვერ გეტყვით, რა კითხვები ექნებათ. ირაკლი ღარიბაშვილი [გამოძიებას] იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც მან უკვე განცხადებაში აღნიშნა. უნდა შევიდე და გავესაუბრო. [წერილში] არაფერზე არ მიუთითებდა. ადამიანმა აღნიშნა კიდევაც, რომ რამდენიმე დღით ადრე გაიგო ეს ამბავი და ფიზიკურად, სხვა ინფორმაცია ვერც ექნება. ამ ეტაპზე, დამატებით ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×