რეზონანსი
02.09.2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, აკვატორიაში უკვე შემოსულია ორი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომლებიც აღრმავებენ როგორც აკვატორიას, ასევე მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს აქვს უდიდესი დატვირთვა, როგორც საქართველოსთვის, ასევე, რეგიონისთვის. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი რეალობა შევქმნათ და გავხადოთ ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი როლი გავამყაროთ შუა დერეფნის კონტექსტშიც. ეს უმნიშვნელოვანესია, ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანახმად, ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში Tristao Da Cunha-ს შემდეგ ოპერირებას მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შეუდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×