რეზონანსი
02.09.2026

„ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანა ჟორჟოლიანს “სუნიან გოიმს” და “41 ნომერ კალოშს” უწოდებს და მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-ნახვების სტატისტიკას აკრიტიკებს.

კერძოდ, ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ბოლო სამ თვეში ფეისბუქზე 62 მილიონი ნახვა აქვს “ფედერალისტების” ლიდერისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო სამ თვეში 10 მილიონი ნახვა დააგროვა.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, “შიმერებში, ბარიატრიის ისტორიებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში” დაგროვებული ნახვები არ ითვლება პოლიტიკაში.

“ამ სუნიან გოიმს რომელიმე კეთილისმსურველმა (თუ ყავს ასეთი) აუხსენით, რომ შიმერებში, ბარიატრიის ისტორიებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში!

პოლიტიკურ ხედვაში აღებული ითვლება.

საკუთარი ადგილი რომ იცოდეს და 41 ნომერი კალოში არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა - ჩეტჯიპიტის მაინც დაელაპარაკებოდა თავზე ლაფის დასხმამდე,” - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×