რეზონანსი
01.09.2026

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა, - ინფორმაციას „ქართულმა ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით მისასალმებელია.

„კამპანიის ფარგლებში, კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მიმოიხილეს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტები და სამოქმედო გეგმა გააცნეს. შეხვედრებზე მთავარი ყურადღება რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო.

თავის მხრივ, კანდიდატებმა ამომრჩევლებს კონკრეტული ხედვა წარუდგინეს, რაც მუნიციპალიტეტების განვითარებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც ადგილობრივებმა საკუთარი საჭიროებები კანდიდატებს გააცნეს. ხაზი გაესვა საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას.

შეგახსენებთ, 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×